ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
შეხვედრა პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების ბიუროში

პოლონერთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი პოლონელ კოლეგას პაველ სოლოხს შეხვდა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე და მეგობრულ ურთიერთობებს. საგანგებოდ აღინიშნა საქართველოსა და პოლონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილე და მის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის მაისის ბოლოს დაგეგმილი პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ანჟეი დუდას ვიზიტი საქართველოში. პოლონურმა მხარემ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

კოლეგემბა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე და ამ მიმართულებით პრევენციული ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე. პაველ სოლოხმა დაგმო რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 9 აპრილს დაგეგმილი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეგიონის სახელის შეცვლის მიზნით რეფერენდუმის ჩატარების მცდელობა, რაც თავის მხრივ, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონის ანექსიის განზრახვად შეფასდა.

საგანგებოდ გაესვა ხაზი ორ უწყებას შორის არსებულ მჭირდო ურთიერთობებს და 2014 წელს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშნელობას. პოლონურმა მხარემ ინტერესი გამოხატა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც თანამედროვე გამოწვევების შესაბამისად ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის და სისტემის განახლებას პროცესში საერთო ეროვნულ ჩართულობას გულისხმობს. პაველ სოლოხმა ქართველ კოლეგას ამ საკითზე დახმარების აღმოჩენა და პოლონური გამოცდილების გაზიარება აღუთქვა.

მხარეებმა აქცენტი გააკეთეს შავი ზღვის უსაფრთხოების გარემოზე და ამ მიმართულებით ნატოს სამომავალო გეგმებზე. პაველ სოლოხმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს ჩართვა ყველა შესაძლო ფორმატში, რაც საკუთრივ საქართველოს, რეგიონისა და ევრო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთოების გარემოს გაუმჯობესებისკენაა მიმართული.

პოლონეთის ეროვნული უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელმა ქართულ მხარეს შესთავაზა უსაფრთხოების მრავალმხრივ ფორმატებში ჩართვა, სადაც პოლონეთს წამყვანი პოზიციები უკავია.

საქართველოს მხრიდან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ივანე მაჭავარიანი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს უშიშროებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დავით ბრაგვაძე და პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს დესპანი ია ლომიძე.

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      3 4
5 6 7 9 11
12 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 25
26 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ