ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
28 თებერვალს ქ. ვარშავაში, ქართული საღამო გაიმართა

28 თებერვალს, ქ. ვარშავაში, ქართულ რესტორანში „რუსიკო“, საელჩოს ხელშეწყობით, ქართული საღამო გაიმართა. აღნიშნული ღონისძიება ორგანიზებულ იქნა ორი ქართული კომპანიის - Grata DMC და Adjara Group Hospitality მიერ. საღამო მისასალმებელი სიტყვით საელჩოს დესპანმა ია ლომიძემ გახსნა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა საქართველო-პოლონეთის ურთიერთობებზე ტურიზმის სფეროში და ისაუბრა იმ ხელშესახებ კონკრეტულ სარგებელზე, რაც ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებს მოუტანს, განსაკუთრებით ტურიზმისა და ბიზნესის მიმართულებით.

ღონისძიებაზე პრეზენტაციებით წარსდგნენ Grata DMC-ისა და Adjara Group Hospitality-ის წარმომადგენლები, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას საკუთარი სერვისები და პროგრამები გააცნეს.

ღონისძიებას დაესწრო 40-მდე პოლონური ტურისტული კომპანია, ჟურნალისტები და ასევე, საელჩოს მრჩეველი ნატალია თოფჩიშვილი და კონსულტანტი ეთერ მამუკელაშვილი.

ბოლოს, დამსწრე საზოგადოებას ქართული ღვინისა და კერძების დაგემოვნების საშუალება მიეცათ.

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ