ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
მიხეილ ჯანელიძემ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება მიულოცა

2.03.2017 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სამინისტროს თანამშრომლებს, განსაკუთრებით კი შესაბამის დეპარტამენტებსა და საელჩოებს,   საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული რეგულაციის ხელმოწერა მიულოცა. საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს მინისტრმა სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ეს იყო ძალიან კომპლექსური პროცესი, რაც მოიცავდა როგორც ევროპულ სტრუქტურებთან მუშაობას, ქვეყნის შიგნით რეფორმების განხორციელების პროცესს, ასევე წევრ სახელმწიფოებთან აქტიურ მუშაობას.მიხეილ ჯანელიძემ ამ მიმართულებით ხაზი გაუსვა სამინისტროსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ძალისხმევას.   საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თანამშრომლებთან შეხვედრისას ისაუბრა ამ პროცესის კვალდაკვალ ქვეყნის საბოლოო მიზანზე, რასაც ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა წარმოადგენს.„ამ პროცესმა საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება და ამასთან ერთად, ჩვენი ევროპელი პარტნიორების დიდი ნდობა შესძინა. დღეს ჩვენ გვაქვს ერთსულოვანი, ცალსახა მხარდაჭერა, როგორც ევროპული სტრუქტურების, ასევე წევრი ქვეყნების მხრიდან. საქართველო აღიარებულია, როგორც სანდო პარტნიორი ევროპისთვის, როგორც ევროპისა და ევროპის უსაფრთხოების ნაწილი“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      3 4
5 6 7 9 11
12 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 25
26 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ