ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველომ ვარშავის 23-ე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

2015 წლის 26 – 28 ნოემბერს, ქ. ვარშავაში 23-ე საერთაშორისო ტურისტული გამოფენა - "TT Warsaw" გაიმართა, რომელშიც საქართველოდან წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, ქუთაისის მერიის, ასევე 14 წამყვანი ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.

გამოფენაზე წარმოდგენილ ქართულ სტენდზე დამთვალიერებლებს საშუალება ეძლეოდათ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ პოტენციალს, კულტურასა და ტრადიციებს, ასევე, დაეგემოვნებინათ ქართული სამზარეულო და ღვინო.

ვარშავაში საერთაშორისო ტურისტული გამოფენა "TT Warsaw" ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა ტურიზმის ინდუსტრიაში, რომელსაც ყოველწლიურად ათასობით დამთვალიერებელი ჰყავს და ორიენტირებულია შექმნას ბიზნეს კონტრაქტები პოლონეთსა და მის ფარგლებს გარეთ. სამი დღის განმავლობაში გამოფენაზე საკუთარი პროდუქცია 44 ქვეყნის 500-მდე წარმომადგენელმა წარადგინა. წელს ტურისტული გამოფენის ოფიციალური პარტნიორი ქვეყანა პალესტინა გახლდათ.

26 ნოემბერს, საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ოფიციალური გახსნის ცერემონიალს პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი დაესწრო.

 

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ