ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით ეწვია პოლონეთს

 

2015 წლის 5-6 ნოემბერს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით ეწვია პოლონეთის რესპუბლიკას, რომლის ფარგლებშიც მან მონაწილეობა მიიღო „ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში“ და, ასევე, ორმხრივი შეხვედრა გამართა პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, კონრად პავლიკთან.  

5 ნოემბერს სახელმწიფო მინისტრი სიტყვით გამოვიდა „ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის“ აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებულ სესიაზე. გამოსვლაში, დავით ბაქრაძემ, რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების წინაშე არსებულ საგარეო გამოწვევებზე, საფრთხეებსა და პერსპექტივებზე ისაუბრა. მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა ასოცირების შეთანხმების ფარგლებში საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსა და ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების საკითხებზე.  

ვარშავაში ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრმა, ორმხრივი შეხვედრა გამართა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, კონრად პავლიკთან. მხარეებმა საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს. კონრად პავლიკმა დაადასტურა პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი და ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ დაფიქსირებული პროგრესის ადეკვატური ასახვის მნიშვნელობას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ევროსტრუქტურების გადაწყვეტილებებში, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიმართულებით. პოლონურმა მხარემ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერაც დააფიქსირა.

 

2015 წლის 6 ნოემბერი

ქ. ვარშავა

 

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ