ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
„საქართველოს ახალგაზრდა ელჩების პროგრამა“ იწყება

 

განათლების საერთაშორისო ცენტრი „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების პროგრამას“ იწყებს. პროგრამის საშუალებით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ, შესაძლებლობა მიეცემათ ერთწლიანი მანდატით გახდნენ „ახალგაზრდა ელჩები“ ადგილსამყოფელ ქვეყნებში და მოახდინონ მათი თანატოლი ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების ინფორმირება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდული პოლიტიკისა და ისტორიის შესახებ.

„ახალგაზრდა ელჩების“ მთავარი ამოცანაა იმ კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებების განხორციელება, რომელთა მიზანს საქართველოს პოპულარიზაცია წარმოადგენს. პროექტში მონაწილე ახალგაზრდები ჩამოაყალიბებენ საქართველოს უცხოელ ახალგაზრდა მეგობართა ქსელს.

აღნიშნული პროგრამის წარმატებით განხორციელებით სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს მიეცემა საშუალება მჭიდრო კავშირი დაამყაროს ქართული დიასპორის ახალგაზრდა წარმომადგენლებთან და უფრო მეტად შეუწყოს მათ ხელი კულტურულ-შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და ინიციატივების განხორციელებაში.

პროგრამა სტარტს 2015 წლის 10 ნოემბერს აიღებს.

პროგრამის ფარგლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში „ახალგაზრდა ელჩების“ შერჩევა ხდება ღია კონკურსის საფუძველზე. კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემდეგ 15 ქვეყანაში: ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, ლიტვა, პოლონეთი, უკრაინა, ჩეხეთი, თურქეთი, საბერძნეთი, ესტონეთი, ბელგიის სამეფო, ნიდერლანდების სამეფო და შვედეთი.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://iec.gov.ge/4266

 

 

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ