ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
გაცილებით ნაკლები ზიანი შეიძლება მოუტანოს ქვეყანას არაობიექტურმა სარედაქციო პოლიტიკამ, ვიდრე ჩვენი პარტნიორების შეკითხვებმა მედია თავისუფლებასთან დაკავშირებით“ - გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2 საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა. ვიცე-პრემიერის შეფასებით მედია თავისუფლება საქართველოს ხელისუფლების უმთავრესი ფასეულობაა და იგი განუხრელად იცავს ამ პრინციპს, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ გააკეთოს ყველაფერი, რათა ამ საქმის მიმართ ჩვენს პარტნიორებს  შეკითხვები არ გაუჩნდეთ.

„რაც შეეხება რუსთავი2-ს,  ოთხი რამ მინდა ვთქვა: 

პირველი რაც არის, გუშინ ვიხილე ქუჩაში შელაპარაკებები,  იყო ბიზნესმენ გიორგი კოდუასთან ახალგაზრდების ჯგუფის შელაპარაკება. თავშივე მინდა ვთქვა,  ვთხოვო  და მოვიწოდო ყველას, მაქსიმალურად თავი შევიკავოთ ემოციების ქუჩაში გადატანისგან, რადგან ამას შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი მოყვეს. დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცველებს ექნებათ რეაგირება მსგავს  შემთხვევებზე. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი.

მეორე,  რაც მინდა ვთქვა, ჩემთვის  აბსოლუტურად მიუღებელია ძალადობის კადრების ტირაჟირება. ეს არის დაბრუნება იმ საშინელ წარსულში, რომელიც საქართველომ გაიარა. ეს ფურცელი უნდა გადაიშალოს ერთხელ და სამუდამოდ. მე არ ვიცი ვინ აკეთებს ამას, ეს ნამდვილად არ არის მთავრობის ინტერესი და ვინც აკეთებს,  არ აქვს მნიშვნელობა სად არის, სად მუშაობს, რომელი გუნდის წევრია, ეს არის ადამიანების ფსიქიკის დანგრევა. ახალგაზრდების, რომლებსაც შეიძლება ცხოვრება დავუმახინჯოთ მარტო იმითი, რომ ეს უბედურება ვაჩვენოთ, რაც გაიარა საქართველოს მოსახლეობის ერთმა ნაწილმა. კატეგორიულად ვემიჯნები   ქალაქების და რაიონული ცენტრების მასშტაბით ასეთი რაღაცეების ჩვენებას.

მესამე რაც მინდა ვთქვა არის ის რომ, მედიის თავისუფლება არის უმნიშვნელოვანესი ფასეულობა, რომელზეც ნებისმიერი მთავრობა უნდა იდგეს. ჩვენი მთავრობა ნამდვილად დგას ამ ფასეულობაზე.  მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ არცერთი მედია კომპანიის მაუწყებლობის პოლიტიკაში ჩარევა არ მოხდეს და არც ხდება. არ ვიცი ვინ იქნება ამ პროცესის გამარჯვებული, არ ვარ იურიდიული დეტალების საქმის კურსში, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს გაცილებით ნაკლები ზიანი შეიძლება მოუტანოს ქვეყანას თუნდაც ყველაზე არაობიექტურმა სამაუწყებლო  სარედაქციო პოლიტიკამ, ვიდრე იმან, რომ თუნდაც რაიმე ეჭვი გაჩნდეს ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებში ქვეყანაში მედია თავისუფლებასთან დაკავშირებით.

და მეოთხე, მინდა ამ შემთხვევაში რუსთავი2-ის ხელმძღვანელობასაც მოუწოდო და ყველა იმ ადამიანს, ვინც საწინააღმდეგო პოზიციაზე დგას, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანამ უნდა გადააბიჯოს იმ ზღვარს, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება მისაღები ყველასათვის მოგწონს თუ არ მოგწონს ეს.  თუმცა სასამართლომაც უნდა გააკეთოს ყველაფერი, იმისათვის რომ ჩვენს პარტნიორებში, მეგობრებში არცერთი კითხვის ნიშანი არ დარჩეს ამ მიმართულებით, თუნდაც ამისთვის დამატებითი ლეგიტიმაციის ელემენტები გახდეს საჭირო“-განაცხადა მინისტრმა.

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ