ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ბალტიის ბიზნეს ფორუმში საქართველომ საპატიო სტუმრის სტატუსით მიიღო მონაწილეობა

 

2015 წლის 21-23 სექტემბერს პოლონეთში, ქ. შვინოუიშჩიეში რიგით მე-7 „ბალტიის ბიზნეს ფორუმი“ გაიმართა, სადაც საქართველომ საპატიო სტუმრის სტატუსით მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს დელეგაციას საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი, გიორგი პერტაია ხელმძღვანელობდა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი, ასევე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და პოლონეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები. ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქართველი ბიზნეს დელეგაციებიც.

ფორუმის პირველი სესია, რომელიც რეგიონალურ თანამშრომლობას მიეძღვნა, საზეიმოდ გახსნა ევროპა-ჩრდილოეთ-აღმოსავლეთის საერთაშორისო ასოციაციისა და პოლონეთ-უკრაინის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, იაცეკ პიეხოტამ. სესიაში მონაწილეობას იღებდნენ პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვალდემარ პავლაკი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კონრად პავლიკი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მარიუშ ჰალადი, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი, გიორგი პერტაია, გაზ-სისტემის დირექტორი, ჩადამ იანი და პოლონეთის ეროვნული ბანკის წარმომადგენელი, რობერტ ზმიეიკო.

ფორუმის ფარგლებში სხვადასხვა პლენარული სესია გაიმართა, რომლებიც, საქართველოს თემას ეხებოდა და სადაც საქართველოს დელეგაცია აქტიურად იღებდა მონაწილეობას. „ბალტიის ბიზნეს ფორუმმა“ ხელი შეუწყო საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენას, ქვეყნის შესახებ ცნობადობის ამაღლებას, ქართულ მხარესთან შესაბამისი კონტაქტებისა და რეგიონთაშორისი თანამშრომლობის დამყარებას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა და სხვა.

საქართველოს საელჩო

2015 წლის 28 სექტემბერი

 

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ