ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე სამუშაო ვიზიტით ეწვია პოლონეთს

 

2015 წლის 20-24 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე სამუშაო ვიზიტით ეწვია პოლონეთის რესპუბლიკას. ვიზიტის ფარგლებში, თედო ჯაფარიძემ შემდეგი შეხვედრები გამართა პოლონეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების უწყებებში, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებში: პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ლეშეკ სოჩევიცასთან; პოლონეთის სეიმისა და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებთან, რობერტ ტიშკევიჩთან და ვლოძიმიერჟ ჩიმოშევიჩთან; ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში პოლონეთის დელეგაციის ხელმძღვანელთან, პოლონეთის სეიმის დეპუტატთან, ვიტოლდ ვაშჩიკოვსკისთან; პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდის პრეზიდენტთან, იეჟი კოჟმინსკისთან; ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორთან, მაიკლ გეორგ ლინკთან და „საერთაშორისო ურთიერთობათა პოლონური ინსტიტუტის“ ( PISM) ექსპერტებთან.

შეხვედრებზე განხილულ იქნა პოლონეთ-საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები, როგორც ორმხრივ, ასევე, მრავალმხრივ ფორმატებში. მხარეებმა, ასევე, მიმოიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, რუსეთთან ურთიერთობებისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები, განსაკუთრებით ნატო-ს ვარშავის სამიტის ჭრილში. აღინიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს შორის. პოლონურმა მხარემ ურყევი მხარდაჭერა დააფიქსირა საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით და მზადყოფნა გამოთქვა უფრო აქტიური როლი შეასრულოს საქართველოს აღნიშნული მისწრაფებების განხორციელებაში.

 

 

 

ქ. ვარშავა

2015 წლის 24 სექტემბერი

 

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ