ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ადგილობრივი თვითმმართველობის ქართველი საჯარო მოხელეები ვარშავაში

2015 წლის 14-18 სექტემბერს პოლონეთის  საჯარო ადმინისტრირების ეროვნული სკოლა (National School of Public Administration - KSAP) საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის 13 საჯარო მოხელეს მასპინძლობს ქალაქებიდან: ქარელი, დუშეთი, თელავი, ჩხოროწყუ, ახალციხე, გურჯაანი, რუსთავი, ხარაგაული, ჭიათურა, მესტია და ქობულეთი. ქართველი საჯარო მოხელეები მონაწილეობას იღებენ სპეციალურ გადამზადების პროგრამაში, სახელწოდებით - „საქართველოს ტერიტორიული თვითმმართველობის რეფორმა“ (the Reform of the Territorial Self-Governing on Georgia), რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის საჯარო ადმინისტრირების აკადემიის ფორმატში ხორციელდება.

 

პროექტის ინაუგურაციას პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი დაესწრო, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე პოლონეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას და წარმატებები უსურვა ქართველ საჯარო მოხელეებს.

 

საქართველოს საელჩო

ვარშავა

 

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ