ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ინფორმაცია დანიის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრების საქართველოში ერთობლივი ვიზიტის შესახებ

   2015 წლის 14 აპრილს, საქართველოს ერთობლივი ვიზიტით ეწვივნენ პოლონეთის რესპუბლიკის, დანიისა და შვედეთის სამეფოების საგარეო საქმეთა მინისტრები, გჟეგოჟ სხეტინა, მარტინ ლიდეგორდი და მარგოტ ვალსტრომი, რომლებსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა უმასპინძლა.   ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ ვიზიტი უნდა განვიხილოთ, როგორც საქართველოსადმი სოლიდარობის გამოხატულება, განსაკუთრებით მაისში დაგეგმილი რიგის სამიტის წინ.   თამარ ბერუჩაშვილმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს, დანიას, პოლონეთსა და შვედეთს შორის ჩამოყალიბებულ აქტიურ ურთიერთობებს პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროებში. მან მადლობა გადაუხადა კოლეგა მინისტრებს, მათი მთავრობების მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის, ნატო-ს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში მონაწილეობის მზაობისთვის და აგრეთვე განვითარების სფეროში თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში გაწეული დახმარებისთვის.   ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრებმა დადებითი შეფასება მისცეს საქართველოს მთავრობის მიერ ქვეყანაში გატარებულ რეფორმებს, საქართველოს მიღწევებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფორმატში და მადლიერება გამოხატეს ნატო-ს და ევროკავშირის სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობისთვის.   განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2015 წლის მაისში რიგაში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის მნიშვნელობას, მოლოდინებს და გეგმებს ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი იმპლემენტაციისა  და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის კუთხით. ხაზი გაესვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას, რუსეთის ფედერაციასა და სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებულ ე. წ. „ხელშეკრულებების“ ხელმოწერას. თამარ ბერუჩაშვილმა მადლობა გადაუხადა მინისტრებს მათი მთავრობების მიერ ე. წ. „ხელშეკრულებების“ დაგმობისთვის. შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამართეს ერთობლივი პრეს-კონფერენცია.   ასევე, თამარ ბერუჩაშვილმა პოლონელ კოლეგასთან ერთად, ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც აფუძნებს თბილისის კონფერენციას - თანამშრომლობის სრულიად ახალ ფორმატს. აღნიშნული გულისხმობს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების განხორციელებაში პოლონეთის როლის ამაღლებას და ამ მიმართულებით ექსპერტული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.   პოლონეთის რესპუბლიკის, დანიისა და შვედეთის სამეფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრები გამართეს საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან.

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ