ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის გაგრძელებას

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის გაგრძელების თაობაზე ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას და ადასტურებს მისიასთან და მის ხელმძღვანელთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნას. 

საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოში ევროკავშირის  სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას. როგორც საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმი, მისია წარმოადგენს ვითარების შესაძლო ესკალაციის აღკვეთის ინსტრუმენტს და ამრიგად არის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მყარი გარანტორი.

სამწუხაროდ, საერთაშორისო თანამეგობრობის არაერთი მოწოდების მიუხედევად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას კვლავაც არ ეძლევა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებული მანდატის შესრულებისა და აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა, რაც წარმოადგენს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშ დარღვევას.

ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი ორი წლით, 2016 წლის 14 დეკემბრამდე გაგრძელდა.

პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ