ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებული ე.წ. „ხელშეკრულების“ შესახებ საგანგებო განცხადება გააკეთა

საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი რუსეთსა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებულ შეთანხმებას საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა. თამარ ბერუჩაშვილმა რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების“ ხელმოწერა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევად და რუსეთის მიერ აფხაზეთის  ანექსიის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.

„მოკავშირეობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერა წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის რეგიონის დე-ფაქტო ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯს. საქართველოს მთავრობა გმობს ამ უკანონო ქმედებას და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადო შეფასება მისცეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ მიმართლ ქმედებას. ე.წ. „დოკუმენტი" წარმოადგენს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უხეშ დარღვევას. მის ხელმოწერას ექნება ნეგატიური შედეგები, როგორც  საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების უსაფრთხოების მდგომარეობაზე, ასევე უფრო ფართოდ - ევროპული უსაფრთხოების კონტექსტში. ამ ე.წ. ხელშეკრულებას არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და შესაბამისად, საერთაშორისო თანამეგობრობა მას არასდროს არ აღიარებს. მიუხედავად ამისა, ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს კიდევ ერთხელ დაგმონ ეს ქმედება.

ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერა წარმოადგენს რუსეთის მიზანმიმართულ ნაბიჯს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების საპასუხოდ. საქართველო მტკიცედ განაგრძობს ევროპულ და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზას და პარტნიორებთან ერთად ყველა შესაძლო ზომას მიმართავს, რათა ეს პერსპექტივა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებსაც მიეცეთ. ე.წ. ხელშეკრულებიდან მომდინარე საფრთხეებზე საქართველო მუდმივად აწარმოებდა აქტიურ დიალოგს საერთაშორისო პარტნიორებთან, თუმცა ახლა, ამ მიმართულებით, ჩვენი ქმედებები საერთაშორისო ასპარეზზე ბევრად უფრო ინტენსიური გახდება.

ქრონოლოგიურად მოგახსენებთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ.

15 ოქტომბერს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ოფიციალური განცხადება ე.წ. ხელშეკრულების პროექტის ტექსტთან დაკავშირებით. იმავე დღეს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლებს მიეცათ სპეციალური ინსტრუქცია და დაევალათ ადგილსამყოფელ ქვეყნებში  მაღალი დონის შეხვედრების გამართვა მათი მხრიდან სათანადო რეაგირების უზრუნველყოფის მიზნით.

20 ოქტომბერს ლუქსემბურგში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან და ამ დიალოგის დიდი ნაწილი სწორედ მიეძღვნა ეგრეთწოდებულ ხელშეკრულებას. 20 ოქტომბერს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამართა შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან სადაც დიპლომატებს მიეწოდათ სრული ინფორმაცია  ამ თემასთან დაკავშირებით.

შედგა არაერთი საუბარი ჟენევის მოლაპარაკებების სამივე თანათავმჯდომარესთან. 23 ოქტომბერს გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი სიტყვით გამოვიდა გენერალური ასამბლეის პირველ კომიტეტში უსაფრთხოება და განიარაღება.

24 ოქტომბერს ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი  ასევე სიტყვით გამივიდა მინისტრთა მოადგილეების კომიტეტზე.

30 ოქტომბერს გაიმართა საქართველო-ნატოს საბჭოს სხდომა რომელიც მიეძღვნა აღნიშნული საკითხის განხილვას  და სადაც საქართველომ მოთხოვა დეკემბერში დაგეგმილი ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში ნატო საქართველოს კომისიის ჩატარება.

30 ოქტომბერს ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ეუთოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი.

6 ნოემბერს  ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა  ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკეების თანათავმჯდომარეები .

ამ თემაზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ბრუსელში ვიზიტისასა ევროკავშირსა და ნატოში განხორციელებული შეხვედრების დროს. ასევე ამ თემაზე იყო საუბარი საგარეო საქმეთა მინისტრის ლონდონსა და პრაღაში გამართულ შეხვედრებზე.   

გარდა ამისა, სულ რამდენიმე საათის წინ ბალტიის ასამბლეამ მიიღო ე.წ. ხელშეკრულების დამგმობი სპეციალური განცხადება.

მინდა მოგახსენოთ, რომ საქართველო რუსეთის ამ უკანონო ქმედების საკითხს მწვავედ დასვამს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. მათ შორის გაეროში, სადაც უკვე მოვითხოვეთ უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარება; ეუთოში ასევე მოვითხოვეთ სპეციალური მუდმივი საბჭოს სხდომის გამართვა. გარდა ამისა რეაგირება მოვითხოვეთ ევროპის საბჭოს, ნატოსა და ევროკავშირისგან. უკვე განხორციელდა სატელეფონო საუბრები ჩვენს პარტნიორებთან. ე.წ. ხელშეკრულების საკითხს საქართველო ასევე განიხილავს და მწვავედ დასვამს ჟენევის საერთაშორისო  მოლაპარაკებების ფარგლებში. რომელიც ამა წლის 10 დეკემბერს გაიმართება.

საქართველო ყველა არსებულ ინსტრუმენტს გამოიყენებს იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ დაგმოს ე.წ. ხელშეკრულება და მოუწოდოს რუსეთის ფედერაციას, ხელი აიღოს  საერთაშორის სამართლის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე." - განაცხადა მინისტრმა.

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ