ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება 2014 წლის 20 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების თაობაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოხატავს 2014 წლის 20 ნოემბერს, რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების თაობაზე, რომელიც საქართველოს განუყოფელ ნაწილთან - აფხაზეთთან "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ხელშეკრულების შეთანხმებული ვარიანტის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისათვის ხელმოსაწერად გადაგზავნას ითვალისწინებს.

მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული არაერთი კონსტრუქციული ნაბიჯისა, რუსეთთან პოლიტიკურ ასპექტში პროგრესი ვერ იქნა მიღწეული. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების პერიოდული განცხადებები საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზების სურვილის შესახებ აშკარა წინააღმდეგობაშია მათ მიერ რეალურად გადადგმულ ნაბიჯებთან.

საქართველო არასდროს შეეგუება ტერიტორიული მთლიანობის შელახვას და შესაბამისად ამ საკითხში არავითარ კომპრომისზე წასვლას არ აპირებს. მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმულ ამ ნაბიჯს და გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რათა ხელი ააღებინოს რუსეთის ფედერაციას საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ მორიგ აგრესიულ ქმედებებზე.

ამაზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში ვიზიტისას ევროკავშირსა და ნატოში შეხვედრების დროს და საგარეო საქმეთა მინისტრმა ლონდონსა და პრაღაში გამართულ შეხვედრებზე. ამ საკითხების შესახებ გვექნება საუბარი მომავალ კვირას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე და აგრეთვე დაგეგმილ ნატოსა და ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტერიალებზე.

თბილისი, 2014 წლის 22 ნოემბერი

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ