ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
პრემიერ-მინისტრმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად თამარ ბერუჩაშვილი წარადგინა

2014  წლის  11 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა თამარ ბერუჩაშვილმა დაიკავა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  საგარეო საქმეთა მინისტრი მთავრობის კანცელარიაში წარადგინა.  პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა თამარ ბერუჩაშვილის დიპლომატიურ სფეროსა და სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის მრავალწლიან გამოცდილებას. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია არის ქართველი ხალხის არჩევანი და ურყევი ნება.

„ქალბატონმა თამარმა ზუსტად იცის, თუ რა არის საკეთებელი საგარეო პოლიტიკურ სფეროში, ზუსტად იცის, თუ რა ამოცანების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და როგორ შეიძლება ეფექტიანად განვაგრძოთ ის კურსი, რომელსაც  ჩვენი მთავრობა ახორციელებს. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაცია არის ქართველი ხალხის არჩევანი, ურყევი ნება, და მე დარწმუნებული ვარ, რომ თამარ ბერუჩაშვილი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ამ მიზნის მიღწევაში"-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს გამოხატული ნდობისთვის. „ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მეძლევა შესაძლებლობა  საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე  ქართულ სახელმწიფოს და მის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ პრიორიტეტებს ვემსახურო, რამეთუ მტკიცედ მწამს, რომ საქართველოს მომავალი ევროპული ოჯახის გარეშე წარმოუდგენელია".

როგორც მინისტრმა აღნიშნა მისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში აქტიურად იყოს ჩართული საზოგადოების თითოეული წევრი. „ქართული დიპლომატია გააკეთებს ყველაფერს, რომ განამტკიცოს პარტნიორობა და თანამშრომლობა ყველა მეგობართან, შეიძინოს მრავალი ახალი მეგობარი და გააძლიეროს საქართველოს უსაფრთხო მომავალი. არსებული საგარეო კურსი არის ჩვენი ეროვნული და ეგზისტენციალური არჩევანი, რომლიდან გადახვევის ფუფუნებაც არცერთ მთავრობას არ ექნება"-აღნიშნა თამარ ბერუჩაშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრად წარდგენამდე თამარ ბერუჩაშვილს ეკავა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა. მას გააჩნია სახელმწიფო სტრუქტურებში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. სხვადასხვა დროს ეკავა როგორც მინისტრის, სახელმწიფო მინისტრის ასევე მინისტრის მოადგილის თანამდებობა.

 

საქართველოს საგარეო სქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის ბიოგრაფია

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ