ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის შესახებ ევროკომისიის მეორე ანგარიშის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს ევროკომისიის მიერ საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის შესახებ მეორე ანგარიშის გამოქვეყნებას, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების მიმართულებით.

ანგარიშის თანახმად, საქართველომ შეასრულა სავიზო დიალოგის პირველი (საკანონმდებლო) ფაზის მოთხოვნები. შესაბამისად, კომისიას შეუძლია შეუდგეს სამოქმედო გეგმის მეორე ფაზით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შეფასებას.

აღსანიშნავია, რომ მიღწეული პროგრესი საქართველოს სახელმწიფო უწყებების მიერ ერთობლივად განხორციელებული სამუშაოს შედეგია. საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე მიესალმება საშინაო საქმეთა ევროკომისარის ქ-ნ სესილია მალმსტრომის დადებით შეფასებას ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ ძალისხმევასთან დაკავშირებით.

საქართველოს მთავრობა ადასტურებს მზადყოფნას განახორციელოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მე-2 ფაზით გათვალისწინებული მოთხოვნები.

თბილისი, 2014 წლის 29 ოქტომბერი

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ