ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს მთავრობა მიესალმება გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის დასკვნას საქართველოს შესახებ და იღებს რეფორმების გაგრძელების, სამართლიანობისა და კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ვალდებულებას

სამშაბათს, საქართველოს მთავრობა მიესალმა გაეროს ადამინის უფლებათა კომიტეტის მიერ მიღებულ უახლეს დასკვნას საქართველოს შესახებ, სადაც მიუთითა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე და მოუწოდა ამ რეფორმებისა და დაუსჯელობის დასრულებისაკენ მიმართული ძალისხმევის გაგრძელებისაკენ.

"უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, საქართველომ განახორციელა ღრმა და ყოვლისმომცველი რეფორმები დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დასაცავად, და ჩვენ ძალზე მოხარულნი ვართ, როცა ვხედავთ, რომ ჩვენს ამ ძალისხმევას აღიარებს და მხარს უჭერს გაეროს ეს მნიშვნელოვანი ორგანო," განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

"ჩვენ მივესალმებით ამ მოხსენებაში მოცემულ რეკომენდაციებს, და რეფორმების შემდგომი განხორციელების ვალდებულებას ვიღებთ, რათა უზრუნველვყოთ როგორც ადამიანის უფლებათა სრულყოფილი დაცვა საქართველოში, ისევე პასუხისმგებლობა ვიკისროთ ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტებზე წარსულში," დასძინა მან.

კერძოდ, ექსპერტთა 18-წევრიანი ჯგუფის მიერ 23 ივლისს მიღებული დასკვნა მიესალმება ადამიანის უფლებათა ბოლოდროინდელ ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას, ანტი-დისკრიმინაციულ კანონმდებლობას, სასამართლო რეფორმასა და ახალ გარანტიებს შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით.

კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს, გააგრძელოს რეფორმები ადამიანის უფლებების ახალი პოლიტიკისა და კანონმდებლობის სრულყოფილი განხორცილების უზრუნველყოფის მიზნით, სასამართლო სისტემაში დაგეგმილი შემდგომი რეფორმების დასაჩქარებლად და წარსულ დარღვევებთან დაკავშირებით გამოძიების გასაგრძელებლად.

მოხსენებით ანგარიშში გამოთქმულია შეშფოთება, რომ ყოფილი რეჟიმის დროს მომხდარი ძალადობის, არასათანადო მოპყრობის, წამებისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მთელი რიგი სერიოზული ფაქტებისა „ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია". ეს ფაქტები მოიცავს „სამართალდამცავი ორგანოების და/ ან ციხეების თანამშრომლების მიერ ძალის გადამეტებულ გამოყენებას", „წამებას და არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას", „მშვიდობიანი დემონსტრაციების ძალადობრივ დარბევას 2007 წლის 7 ნოემბერს, 2009 წლის 15 ივნისსა და 2011 წლის 3 იანვარს" და ჟურნალისტებზე თავდასხმებს. კომიტეტი ასევე გამოხატავს შეშფოთებას იმ „ათიათასობით საჩივართან დაკავშირებით, რომელიც პროკურატურაშია შეტანილი და ეხება 2012 წლის არჩევნების წინაპერიოდში ჩადენილ დარღვევებს, რაც მოიცავს არასამართლიან სასამართლო განხილვებს, წამებებს, არასათანადო მოპყრობასა და საკუთრების უკანონო ჩამორთმევას." საქართველომ, კომიტეტის თანახმად, უნდა „დაასრულოს მოცემული საქმეების გამოძიება გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს დამნაშავეები და, მათი ბრალეულობის დადასტურების შემთხვევაში, დააკისროს მათ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის თანაზომიერი სანქციები, ასევე უზრუნველყოს მსხვერპლთა სამართლებრივი დაცვის ეფექტური ზომები."

იუსტიციის მინისტრის - წულუკიანის განცხადებით, კანონის უზენაესობა და დაუსჯელობის დასრულება წარმოადგენს სამთავრობო პოლიტიკის უმაღლეს პრიორიტეტს, თუმცა თვით ამ საქმეთა მოცულობამ და სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფის აუცილებლობამ გამოიწვია შეფერხებები.

„აუცილებელი იყო სასამართლო სისტემის რეფორმირება მანამ, სანამ ჩვენ შევძლებდით ამ საქმეების გარჩევის დაწყებას. ჩვენ გვჭირდებოდა, პირველ რიგში, მოსამართლეების დამოუკიდებლობისა და ბრალდებულების უფლებათა სრული დაცვის უზრუნველყოფა," განაცხადა ქ-ნმა წულუკიანმა.

ანგარიში ადასტურებს „სახელმწიფოს წინაშე მდგარ გამოწვევებს" და დაჟინებით მოუწოდებს ქვეყანას სიფრთხილისაკენ, რათა „თავიდან იქნას აცილებული [...] პოლიტიკური ანგარიშსწორების ყოველი გამოვლინება." სწორედ ამ შეშფოთების გათვალისწინების გამო, საქართველოს მთავრობამ 2012 წელს გადაწყვიტა გამოძიება და სასამართლო პროცესები შემოეფარგლა მხოლოდ უმაღლეს დონეზე ჩადენლი ყველაზე მძიმე დანაშაულებებით და უზრუნველყო სრული გამჭვირვალობა, სასამართლო დარბაზებში ვიდეოკამერების და ფართო საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოების ზედამხედველობის დაშვების ჩათვლით.

 

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ