ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება უკრაინაში მიმდინარე რთული პროცესების ნორმალიზების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს; გამოთქვამს იმედს, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპის და კანონის უზენაესობის გათვალისწინებით, უკრაინელი ხალხის მტკიცე ნებითა და ურყევი ძალისხმევით, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური მხარდაჭერით, დაიძლევა პოლიტიკური კრიზისი; უკრაინელი ხალხის ლეგიტიმური დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების კვალდაკვალ განხორციელდება შესაბამისი ყველა ქმედითი რეფორმა, და უკრაინა ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს დიდ ევროპულ ოჯახში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოხატავს სოლიდარობას უკრაინელი ხალხის მიმართ და სამძიმარსა და თანადგომას უცხადებს დაღუპულებისა და დაშავებულთა ოჯახებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს მზადყოფნას, ტრადიციულ მეგობარ ქვეყანასთან, უკრაინასთან, კვლავ გააგრძელოს წარმატებული მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში, მათ შორის, ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინიციატივის ფარგლებში.

თბილისი, 2014 წლის 24 თებერვალი

 

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ