ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება უკრაინაში ახალი მთავრობის დამტკიცებასთან დაკავშირებით

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება უკრაინაში ახალი მთავრობის დამტკიცებასთან დაკავშირებითსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება უკრაინის ახალი მთავრობის დამტკიცებას. ქვეყანაში მიმდინარე რთული პროცესების ნორმალიზების საქმეში ახალ მთავრობას განსაკუთრებული მნიშვნელობა და პასუხისმებლობა ეკისრება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ ახალი ხელისუფლება გადადგამს ქმედით ნაბიჯებს, რათა გაამართლოს უკრაინელი ხალხის მოლოდინი, დაძლიოს კრიზისი, უზრუნველყოს ქვეყნის ერთიანობა, ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი, კანონის უზენაესობა, საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატიულად განხორციელება, პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა და წინსვლა, რაც, თავის მხრივ, გადამწყვეტ როლს ითამაშებს დიდ ევროპულ ოჯახში უკრაინის ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად.

საგარეო საქმეთა სამინისტრო, კიდევ ერთხელ, გამოხატავს სოლიდარობას უკრაინელი ხალხის მიმართ, წარმატებას უსურვებს ახალ მთავრობას, ქვეყნის ისტორიის განვითარების ამ მეტად მნიშვნელოვან ეტაპზე. ამასთან, მთავრობის სახელით, მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს უკრაინის ახალ ხელისუფლებასთან და მათი სურვილის შემთხვევაში, გაუზიაროს სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესში დაგროვილი გამოცდილება.

თბილისი, 2014 წლის 27 თებერვალი

 

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ