ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება მდ. ფსოუზე ე.წ. სასაზღვრო ზონის შექმნის თაობაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება მდ. ფსოუზე სასაზღვრო ზონის შექმნის თაობაზესაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა შეშფოთებას რუსეთის ფედერაციისა და მის მიერ შექმნილი საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილების გამო, რომელიც გულისხმობს 2014 წლის 20 იანვრიდან 21 მარტამდე მდინარე ფსოუზე ე.წ. სასაზღვრო ზონის უკანონო გაფართოებას საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში 11 კილომეტრით.

საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე ე.წ. სასაზღვრო ზონის შექმნა, საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე, კიდევ ერთხელ ხელყოფს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და წარმოადგენს რუსეთის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშ დარღვევას. აღნიშნული უკანონო ქმედება განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს იმის ფონზე, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გრძელდება მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების გავლების პროცესი, მნიშვნელოვნად იზღუდება ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების უფლება და მიმდინარეობს სამხედრო კონტინგენტის გაზრდა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს პროვოკაციული პოლიტიკა საქართველოს წინააღმდეგ და შეასრულოს მასზე დაკისრებული საერთაშორისო ვალდებულებები, უპირველეს ყოვლისა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები.

თბილისი, 2014 წლის 20 იანვარი

 

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ