ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

დღეს, 8 მარტს ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა 539/2001 რეგულაციის ცვლილება, რომლის თანახმად საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნების სიაში გადაინაცვლა. რეგულაცია ძალაში შედის გამოქვეყნებიდან 20 დღეში. შესაბამისად, 2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ უვიზოდ გაემგზავრონ ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით.

განთავსების თარიღი: 08.03.2017
 

2.03.2017 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სამინისტროს თანამშრომლებს, განსაკუთრებით კი შესაბამის დეპარტამენტებსა და საელჩოებს,   საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული რეგულაციის ხელმოწერა მიულოცა. 

განთავსების თარიღი: 02.03.2017
 

28 თებერვალს, ქ. ვარშავაში, ქართულ რესტორანში „რუსიკო“, საელჩოს ხელშეწყობით, ქართული საღამო გაიმართა. აღნიშნული ღონისძიება ორგანიზებულ იქნა ორი ქართული კომპანიის - Grata DMC და Adjara Group Hospitality მიერ. საღამო მისასალმებელი სიტყვით საელჩოს დესპანმა ია ლომიძემ გახსნა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა საქართველო-პოლონეთის ურთიერთობებზე ტურიზმის სფეროში და ისაუბრა იმ ხელშესახებ კონკრეტულ სარგებელზე, რაც ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებს მოუტანს, განსაკუთრებით ტურიზმისა და ბიზნესის მიმართულებით. 

განთავსების თარიღი: 01.03.2017
 

27.02.2017 - ​დღეს 27 თებერვალს ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა 539/2001 რეგულაციის ცვლილება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას ითვალისწინებს. ეს საბოლოო ნაბიჯია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 

განთავსების თარიღი: 28.02.2017
 

ბატონო პრეზიდენტო, უპირველეს ყოვლისა, მსურს მადლობა გადავუხადო უკრაინას, როგორც უშიშროების საბჭოს პრეზიდენტს, ამ დროული და ძალზე მნიშვნელოვანი დებატის გამართვისთვის, რამაც შესაძლებლობა მოგვცა, ყურადღება გავამახვილოთ ჩვენს რეგიონზე და ვიმსჯელოთ, თუ როგორ ვუპასუხოთ უსაფრთხოების კუთხით ჩვენს წინაშე მდგარ გამოწვევებსა და ჩვენს კონტინეტზე არსებულ არასტაბილურ გარემოს.

განთავსების თარიღი: 21.02.2017
 

7.02.2017, თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონისთვის სახელის გადარქმევის თაობაზე 2017 წლის 9 აპრილს რეფერენდუმის დანიშვნასთან დაკავშირებით. 

განთავსების თარიღი: 08.02.2017
 

02.02.2017 ბრიუსელი - ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე გაიმართა კენჭისყრა საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების საკითხზე.ევროპარლამენტის დეპუტატებმა 553 ხმით 66-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას და დაამტკიცეს 539/2001 რეგულაციის შესაბამისი ცვლილება, რომლის თანახმადაც საქართველო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მქონე ქვეყნების სიაში გადაინაცვლებს.

განთავსების თარიღი: 02.02.2017
 

„ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, ყველა საერთაშორისო ფორუმსა, თუ ტრიბუნას იმისათვის, რომ მოვახდინოთ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერის კონსოლიდაცია, იმისათვის, რომ საქართველო ევროპულ, თუ ნატოს სტრუქტურებში ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე საქართველოს საკითხი იყოს დღის წესრიგში"-განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ 28 იანვარს, პოლონეთის ქალაქ ჟეშუვში მიმდინარე ევროპა-უკრაინის ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სესიაზე: „დამოუკიდებლობა, დემოკრატია, განვითარება: როგორ შეიცვალა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა ბოლო 25 წლის მანძილზე".

განთავსების თარიღი: 30.01.2017
 

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე პოლონეთის სენატის უმცირესობის ლიდერს, სენატორ ბოგდან კლიხს შეხვდა. შეხვედრა პოლონეთში, ქ.ჟეშუვში მიმდინარე ევროპა-უკრაინის მე-10 ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში 27 იანვარს გაიმართა.

განთავსების თარიღი: 30.01.2017
 

საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე პოლონეთის ქალაქ ჟეშუვში ევროკავშირ-უკრაინის მე-10 ყოველწლიურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.

განთავსების თარიღი: 30.01.2017
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ