ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი რუსეთსა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებულ შეთანხმებას საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა. თამარ ბერუჩაშვილმა რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების“ ხელმოწერა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევად და რუსეთის მიერ აფხაზეთის  ანექსიის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.

განთავსების თარიღი: 24.11.2014
 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოხატავს 2014 წლის 20 ნოემბერს, რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების თაობაზე, რომელიც საქართველოს განუყოფელ ნაწილთან - აფხაზეთთან "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ხელშეკრულების შეთანხმებული ვარიანტის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისათვის ხელმოსაწერად გადაგზავნას ითვალისწინებს.

განთავსების თარიღი: 24.11.2014
 

2014 წლის 17 ნოემბერს გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს პირველი სხდომა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმულ კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს წარმოადგენს ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის შემდგომი გაღრმავების თვალსაზრისით. შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებით ამოქმედდა ახალი ინსტიტუციური ჩარჩო, რომელსაც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს, კერძოდ ასოცირების საბჭო, ასოცირების კომიტეტები და დარგობრივი ქვეკომიტეტები.

განთავსების თარიღი: 18.11.2014
 

2014  წლის  11 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა თამარ ბერუჩაშვილმა დაიკავა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  საგარეო საქმეთა მინისტრი მთავრობის კანცელარიაში წარადგინა.  პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა თამარ ბერუჩაშვილის დიპლომატიურ სფეროსა და სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის მრავალწლიან გამოცდილებას. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია არის ქართველი ხალხის არჩევანი და ურყევი ნება.

განთავსების თარიღი: 12.11.2014
 

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს ევროკომისიის მიერ საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის შესახებ მეორე ანგარიშის გამოქვეყნებას, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების მიმართულებით.

განთავსების თარიღი: 30.10.2014
 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 22 ოქტომბერს კანადის პარლამენტზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც საპატიო ყარაულის წარმომადგენელი დაიღუპა.

განთავსების თარიღი: 24.10.2014
 

2014 წლის 13 ოქტომბერს აფხაზეთისა და სხვა საინფორმაციო წყაროების საიტებზე განთავსდა «რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების» პროექტი.როგორც იუწყებიან, აღნიშნული დოკუმენტი მომზადდა რუსეთის მხარის მიერ და გადაეცა განსახილველად დე-ფაქტო რეჟიმის ახალ ხელმძღვანელობას. სამწუხაროდ, ზემოაღნიშნული ინფორმაცია და ე.წ. შეთანხმების პროექტის ტექსტი მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი კვლავ აგრძელებს საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური პრინციპების უხეშ დარღვევასა და აღებული ვალდებულებების იგნორირებას.

განთავსების თარიღი: 15.10.2014
 

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში განხილული საკითხებისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი მიზანშეწონილად თვლის გააკეთოს განმარტება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ 29-ე რაუნდის ფარგლებში განხილულ იქნა რუსეთის მიერ წარმოდგენილი ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეთა ერთობლივი განცხადების პროექტი ძალის გამოუყენებლობისა და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ.

განთავსების თარიღი: 10.10.2014
 

2014 წლის 8 ოქტომბერს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 29-ე რაუნდი. ჩატარდა ორი სამუშაო შეხვედრა, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით იყვნენ წარმოდგენილნი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში - უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო, მეორე სამუშაო ჯგუფში - ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებებს თანა-თავმჯდომარეობდნენ ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს წარმომადგენლები და ესწრებოდნენ მონაწილეები საქართველოდან, რუსეთის ფედერაციიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

განთავსების თარიღი: 10.10.2014
 

საქართველო მიესალმება ნატო-ს უელსის სამიტს და მოკავშირეთა მიერ სამიტისას მიღებულ გადაწყვეტილებებს. სამიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული მხარისთვის, ვინაიდან მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად მოხდა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით, კერძოდ კი - დემოკრატიის განვითარების, შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისა და თავდაცვის ინსტიტუტების რეფორმების კუთხით - "მნიშვნელოვანი პროგრესისა" და ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატების აღიარება.

განთავსების თარიღი: 09.09.2014
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ