ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

 

განათლების საერთაშორისო ცენტრი „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების პროგრამას“ იწყებს. პროგრამის საშუალებით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ, შესაძლებლობა მიეცემათ ერთწლიანი მანდატით გახდნენ „ახალგაზრდა ელჩები“ ადგილსამყოფელ ქვეყნებში და მოახდინონ მათი თანატოლი ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების ინფორმირება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდული პოლიტიკისა და ისტორიის შესახებ.

 

განთავსების თარიღი: 06.11.2015
 

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2 საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა. ვიცე-პრემიერის შეფასებით მედია თავისუფლება საქართველოს ხელისუფლების უმთავრესი ფასეულობაა და იგი განუხრელად იცავს ამ პრინციპს, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ გააკეთოს ყველაფერი, რათა ამ საქმის მიმართ ჩვენს პარტნიორებს  შეკითხვები არ გაუჩნდეთ.

განთავსების თარიღი: 24.10.2015
 

 

2015 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს ელჩმა, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა, საქართველოს საელჩოში, შეხვედრა გამართა საქართველოში ჩილეს ახლადდანიშნულ ელჩთან, ბ-ნ ალფრედო გარსია კასტელბლანკოსთან, რეზიდენციით ქ. ვარშავა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე და მათი განვითარების პერსპექტივებზე. ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა მიულოცა თავის ჩილელ კოლეგას ელჩად დანიშვნა და გადასცა ინფორმაცია საქართველოში არარეზიდენტი ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის თაობაზე.  

 

განთავსების თარიღი: 15.10.2015
 

2015 წლის 5 ოქტომბერს თბილისი თერმოფილური მიკროორგანიზმების ბიოლოგიასა და ბიოტექნოლოგიაზე საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს.

 

განთავსების თარიღი: 29.09.2015
 

2015 წლის 21-23 სექტემბერს პოლონეთში, ქ. შვინოუიშჩიეში რიგით მე-7 „ბალტიის ბიზნეს ფორუმი“ გაიმართა, სადაც საქართველომ საპატიო სტუმრის სტატუსით მიიღო მონაწილეობა. საქართველოს დელეგაციას საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი, გიორგი პერტაია ხელმძღვანელობდა. „ბალტიის ბიზნეს ფორუმმა“ ხელი შეუწყო საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენასა და ქვეყნის შესახებ ცნობადობის ამაღლებას.

განთავსების თარიღი: 28.09.2015
 

2015 წლის 20-24 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე სამუშაო ვიზიტით ეწვია პოლონეთის რესპუბლიკას. ვიზიტის ფარგლებში, მან შეხვედრები გამართა პოლონეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების უწყებებში, ასევე, ვარშავაში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში. შეხვედრებზე განხილულ იქნა პოლონეთ-საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები, როგორც ორმხრივ, ასევე, მრავალმხრივ ფორმატებში. პოლონურმა მხარემ ურყევი მხარდაჭერა დააფიქსირა საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით და მზადყოფნა გამოთქვა უფრო აქტიური როლი შეასრულოს საქართველოს აღნიშნული მისწრაფებების განხორციელებაში.

განთავსების თარიღი: 24.09.2015
 

2015 წლის 14-18 სექტემბერს პოლონეთის  საჯარო ადმინისტრირების ეროვნული სკოლა (National School of Public Administration - KSAP) საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის 13 საჯარო მოხელეს მასპინძლობს ქალაქებიდან: ქარელი, დუშეთი, თელავი, ჩხოროწყუ, ახალციხე, გურჯაანი, რუსთავი, ხარაგაული, ჭიათურა, მესტია და ქობულეთი. ქართველი საჯარო მოხელეები მონაწილეობას იღებენ სპეციალურ გადამზადების პროგრამაში, სახელწოდებით - „საქართველოს ტერიტორიული თვითმმართველობის რეფორმა“ (the Reform of the Territorial Self-Governing on Georgia), რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის საჯარო ადმინისტრირების აკადემიის ფორმატში ხორციელდება.

განთავსების თარიღი: 17.09.2015
 

2015 წლის 17 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ სამხრეთის სამხედრო ოლქში დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები, რომლებიც ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, წვრთნებში გამოიყენება ისეთი თანამედროვე შეიარაღება, როგორიც არის ზალპური ცეცხლის რეაქტიული საშუალებები «Град-М», «Ураган», «Смерч», 152 და 122 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცები «Мста-С» და Д-30, თვითმავალი საარტილერიო დანადგარი «Нона» და სხვა სამხედრო სისტემები. წვრთნები 18 სექტემბრამდე გაგრძელდება.

განთავსების თარიღი: 20.08.2015
 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, 10 ივლისს, გორის რაიონის სოფელ წითელუბნის და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს, ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ აღმართვის გამო. საგულისხმოა, რომ აღნიშნული სოფლის სიახლოვეს მდებარეობს ბაქო-სუფსას მილსადენის გარკვეული მონაკვეთები, ხოლო განხორციელებული უკანონო ქმედებების შედეგად, სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.

განთავსების თარიღი: 13.07.2015
 

თბილისში მომხდარი სტიქიით დაზარალებულთა დახმარების მსურველთათვის ვაქვეყნებთ სპეციალური ანგარიშის ნომერს პოლონურ ვალუტაში (PLN), სადაც შეგიძლიათ გაიღოთ დონაცია. საბანკო ანგარიშის მონაცემები: ING Bank Śląski S.A. საბანკო ანგარიშის ნომერი: 92 1050 1025 1000 0023 3738 8421 გადარიცხვის სათაური: „Pomoc dla Tbilisi”

განთავსების თარიღი: 29.06.2015
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ