ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

2016 წლის 9 მარტს, ევროკომისიამ ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურად წარუდგინა საკანონმდებლო წინადადება 539/2001 რეგულაციაში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს  საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის სივრცეში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმის  შემოღებას. მივესალმებით ევროკომისიის მიერ საკანონმდებლო პროცესის ინიცირებას, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში და საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმების კიდევ ერთი აღიარებაა.

განთავსების თარიღი: 10.03.2016
 

 

2016 წლის 7-8 მარტს პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს უწყებათაშორისი ჯგუფის ვიზიტი გაიმართა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგელობაში იყვნენ: საერთაშორისო საკითხებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის  მრჩეველი, შოთა ღვინერია; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი დოლიძე და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის დირექტორი, ნატა ქორიძე.  

 

განთავსების თარიღი: 08.03.2016
 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაარსების 70-ე წლისთავის აღსანიშნავად ქ. ჟენევაში გაერო-ს ოფისის ეზოში ქართული ქვევრი განთავსდება.  ორგანიზაციის იუბილესთან დაკავშირებით საქართველო ჟენევის ოფისს საჩუქრად იუნესკო-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებულ ქართულ ქვევრს ჩუქნის. 

განთავსების თარიღი: 01.03.2016
 

2016 წლის 25-29 თებერვალს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ოფიციალური დელეგაცია მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის ხელმძღვანელობით, პოლონეთის ქ. ვროცლავს ეწვია. 26 თებერვალს, არჩილ ხაბაძემ და ქვემო სილეზიის სავოევოდოს მარშალმა, ცეზარი ფშიბილსკიმ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც სიტყვით პოლონეთში საქართველოს ელჩი, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილიც გამოვიდა. პრესკონფერენციის შემდეგ, არჩილ ხაბაძემ ცეზარ ფშიბილსკისთან ერთად ოფიციალურად გახსნა ვროცლავის მე-8 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა.

 

განთავსების თარიღი: 29.02.2016
 

დღეს 18 დეკემბერს ევროკომისიამ  საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) იმპლემენტაციის შესახებ რიგით მეოთხე, საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. ევროკომისიის შეფასებით, საქართველომ შეასრულა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის ოთხივე ბლოკით განსაზღვრული ყველა მოთხოვნა, რაც ნიშნავს, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ტექნიკური პროცესი წარმატებით დასრულდა.

განთავსების თარიღი: 18.12.2015
 

 

2015 წლის 11 დეკემბერს, პოლონეთში, ვარშავის სახელმწიფო ეთნოგრაფიულ მუზეუმში ოფიციალურად გაიხსნა გამოფენა - „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“. გამოფენა განხორციელდა პოლონეთში საქართველოს საელჩოსა და ვარშავის ეთნოგრაფიული მუზეუმის ორგანიზებით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით. გამოფენის სპონსორები გახლდათ „თიბისი ბანკი“, ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“, კომპანიები: „ბორჯომი“, „პიასტპოლი“, „მარანი 1915“ და, ასევე, მოზაიკის სახელოსნო „ლურჯი რომბი“.

 

 

განთავსების თარიღი: 15.12.2015
 

2015 წლის 29 ნოემბერს საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ქ. ვარშავის საერთაშორისო საქველმოქმედო ბაზრობაში - “The 8th International Charity Bazaar 2015”, რომელიც პოლონეთში აკრედიტებული ელჩების მეუღლეებისა და პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, ასევე, პოლონეთის პირველი ლედის პატრონაჟით გაიმართა. ბაზრობაზე გასაყიდად წარმოდგენილი იყო ქართული ღვინო, ბრენდი, მინერალური წყლები, ჩაი, თექის ნამუშევრები, ხელნაკეთი სუვენირები და, ასევე, სამზარეულო.

განთავსების თარიღი: 30.11.2015
 

2015 წლის 26 – 28 ნოემბერს, ქ. ვარშავაში 23-ე საერთაშორისო ტურისტული გამოფენა - "TT Warsaw" გაიმართა, რომელშიც საქართველოდან წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, ქუთაისის მერიის, ასევე 14 წამყვანი ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.

 

განთავსების თარიღი: 30.11.2015
 

 

2015 წლის 16 ნოემბერს საქართველოს ელჩმა, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა, საქართველოს საელჩოში, შეხვედრა გამართა პოლონეთის რესპუბლიკაში სლოვაკეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, ბ-ნ დუშან კრიშტოფიკთან. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე და მათი განვითარების პერსპექტივებზე. ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა მიულოცა თავის სლოვაკ კოლეგას ელჩად დანიშვნა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.     

 

განთავსების თარიღი: 17.11.2015
 

 

2015 წლის 5-6 ნოემბერს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით ეწვია პოლონეთის რესპუბლიკას, რომლის ფარგლებშიც მან მონაწილეობა მიიღო „ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში“ და, ასევე, ორმხრივი შეხვედრა გამართა პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, კონრად პავლიკთან.  

 

განთავსების თარიღი: 09.11.2015
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ