ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

27.03.2017 თბილისი - ​საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა. მინისტრმა საზოგადოებას ისტორიული შედეგი მიულოცა და კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს მოქალაქეებს დაიცვან უვიზო მიმოსვლის რეჟიმთან დაკავშირებული წესები და პროცედურები. 

განთავსების თარიღი: 27.03.2017
 

27.03.2017 თბილისი - ​საქართველოს მთავრობის მიერ წლების განმავლობაში განხორციელებული რეფორმებისა და ევროპული ინსტიტუტებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ საქართველოსთვის გამოხატული უდიდესი ნდობისა და მხარდაჭერის შემდეგ 28 მარტიდან ჩვენი მოქალაქეები თავისუფლად შეძლებენ შენგენის ზონის ქვეყნებში გადაადგილებას. დღევანდელ გლობალურ და ცვალებად სამყაროში უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეები მარტივად მოგზაურობდნენ ევროპის ტერიტორიაზე, ვინაიდან ევროპაში უვიზო მიმოსვლა ნიშნავს დაუბრკოლებელ გადაადგილებას თავისუფალ სამყაროში. 

განთავსების თარიღი: 27.03.2017
 

24.03.2017 - 2017 წლის 24 მარტს, ქ. ჟენევაში  გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ 34-ე სესიის ფარგლებში მიიღო რეზოლუცია “თანამშრომლობა საქართველოსთან”. საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის თანა-სპონსორი გახდა 43 სახელმწიფო.

განთავსების თარიღი: 24.03.2017
 

პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს აფხაზეთთან საკონტროლო-გამშვები პუნქტების დახურვას, აფხაზეთის ტერიტორიაზე “საპარლამენტო არჩევნების“ ჩატარებას, ასევე, წინასწარ განცხადებულ „საპრეზიდენტო არჩევნებს“ და „რეფერენდუმს“ ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში.

განთავსების თარიღი: 13.03.2017
 

2017 წლის 12 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ტარდება ე.წ. საპარლამენტო არჩევნები. აღნიშნული ქმედება წარმოადგენს ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის, სამხედრო ინტერვენციის, ოკუპაციისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესიის შედეგების ლეგიტიმაციის მორიგ მცდელობას. შესაბამისად, საერთაშორისო სამართლის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი ე.წ. არჩევნები თუ რეფერენდუმი არის უკანონო და ვერ წარმოშობს ვერანაირ სამართლებრივ შედეგს.

განთავსების თარიღი: 13.03.2017
 

პოლონეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს მარეკ ჟუვკოვსკის შეხვდა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე და მეგობრულ ურთიერთობებს. საგანგებოდ აღინიშნა საქართველოსა და პოლონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილე და მის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის მაისის ბოლოს დაგეგმილი პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ანჟეი დუდას ვიზიტი საქართველოში. პოლონურმა მხარემ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

განთავსების თარიღი: 10.03.2017
 

პოლონერთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი პოლონელ კოლეგას პაველ სოლოხს შეხვდა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე და მეგობრულ ურთიერთობებს. საგანგებოდ აღინიშნა საქართველოსა და პოლონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილე და მის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის მაისის ბოლოს დაგეგმილი პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ანჟეი დუდას ვიზიტი საქართველოში. პოლონურმა მხარემ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

განთავსების თარიღი: 08.03.2017
 

პოლონეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი პოლონეთის თავდაცვის მინისტრს ანტონი მაციერევიჩს შეხვდა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე და მეგობრულ ურთიერთობებს. საგანგებოდ აღინიშნა საქართველოსა და პოლონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილე და მის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები, პოლონურმა მხარემ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და აღნიშნულთან პოლონეთის მწვავე პოზიციას.

განთავსების თარიღი: 08.03.2017
 

დღეს, 8 მარტს ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა 539/2001 რეგულაციის ცვლილება, რომლის თანახმად საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნების სიაში გადაინაცვლა. რეგულაცია ძალაში შედის გამოქვეყნებიდან 20 დღეში. შესაბამისად, 2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ უვიზოდ გაემგზავრონ ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით.

განთავსების თარიღი: 08.03.2017
 

2.03.2017 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სამინისტროს თანამშრომლებს, განსაკუთრებით კი შესაბამის დეპარტამენტებსა და საელჩოებს,   საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული რეგულაციის ხელმოწერა მიულოცა. 

განთავსების თარიღი: 02.03.2017
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      3 4
5 6 7 9 11
12 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 25
26 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ