ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
მოქალაქეთა საყურადღებოდ

საკონსულო მომსახურების შესახებ სრული ინფორმაცია, გთხოვთ, იხილოთ შემდეგ ვებგვერდზე:

www.geoconsul.gov.ge

მოქალაქეთა მიღების დღეებია: ორშაბათი, სამშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი 10.00-13.00 საათამდე.

წინასწარი კონსულტაციისთვის გთხოვთ დარეკოთ ნომერზე +48 22 6166225 სამუშაო დღეებში 14.00-17.00 სთ.

სასწრაფო გადაუდებელი საკონსულო დახმარების საჭიროებისა და ფორს-მაჟორულ შემთხვევაში, გთხოვთ დარეკოთ: +48 226166222

ასევე, გადაუდებელი დახმარების საჭიროების შემთხვევაში, როგორიცაა საგანგებო სიტუაცია, ტრეფიკინგის გამოვლენის ფაქტი და/ან შექმნილი სხვა ფორს-მაჟორული სიტუაცია, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ არასამუშაო დროს დაუკავშირდნენ კონსულს ცხელ ხაზზე:     ტელ +48 572 488 665

გთხოვთ იხილოთ  წესები  ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლისთვის:

http://mfa.gov.ge/visa-free-guide.aspx

 

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა

 

ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) არის მონობის თანამედროვე ფორმა, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა. ეს არის სიდიდით მეორე დანაშაულებრივი ინდუსტრია მსოფლიოში. ის ეფუძნება ექსპლოატაციის მიზნით ადამიანთა გადაბირებას, გადაყვანას, გადაცემას, მუქარის და ძალის გამოყენებით ან იძულების სხვა საშუალებებით (მოტაცება, თაღლითობა), ან სხვისი უმწეო მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, კონტროლისგანხორციელებას სხვა ადამიანზე, სქესობრივ ექსპლოატაციას, იძულებით შრომას ან მომსახურებას, მონობას ან მონობის მსგავს მდგომარეობას და ორგანოთა ვაჭრობას.

ხსენებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის, მისი პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და ეფექტური გამოძიების მიზნით საქართველოში წლების მანძილზე დინამიურად ხორციელდება მთელი რიგი ღონისძიებები. შექმნილია ადამიანის ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი (http://www.atipfund.gov.ge/), რომელიც უზრუნველყოფს მსხვერპლთა თავშესაფრითა და შესაბამისი სარეაბილიტაციო პროგრამებით. სახელმწიფო ფონდს გააჩნია ცხელი ხაზი (+995 32) 2 100 229.

 

ამასთან, გთხოვთ, გაეცნოთ იმ რჩევებს, რომელიც დაკავშირებულია თქვენი უფლებების და კანონიერი ინტერესების დაცვასთან:

 

რჩევები საზღვარგარეთ წასვლის მსურველთათვის:

თუ თქვენ აპირებთ წასვლას საზღვარგარეთ, ნუ ჩაიგდებთ თავს საფრთხეში. დაიცავით საფრთხოების ზომები და გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე, რათა არ გახდეთ ტრეფიკინგის მსხვერპლი.

ბრმად ნუ ენდობით დაპირებებს უცხოეთში სწავლასთან, მუშაობასთან და დასვენებასთან დაკავშირებით. ნუ ენდობით პირებს, რომელიც გპირდებიან ვიზით უზრუნველყოფას საკონსულოში თქვენი პირადად გამოცხადების გარეშე.

გახსოვდეთ, რომ უცხოეთში არალეგალური გზით გამგზავრება კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა და სერიოზულ რისკთან არის დაკავშირებული. ნუ გადასცემთ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს სხვას. წინასწარ გადაამოწმეთ დამსაქმებლის მიერ შემოთავაზებული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია. მოითხოვეთ თქვენი დამსაქმებლის ან სასწავლებლის საკონტაქტო მონაცემები. თუ თქვენ გაქვთ საზღვარგარეთ სამუშაო მიზნით გამგზავრება/ ყოფნა, გახსოვდეთ, რომ თქვენი კანონიერი უფლებების და ინტერესების დაცვას მხოლოდ შრომითი კონტრაქტის საფუძველზე შეძლებთ. არ დათანხმდეთ შრომით ურთიერთობაში შესვლის შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების გარეშე.

 

გახსოვდეთ!

დანიშნულების სახელმწიფოში ჩასვლისთანავე დაუყონებლივ აცნობებთ საქართველოს საელჩოს ან საკონსულო დაწესებულებას თქვენი ადგილსამყოფელის შესახებ და დადექით საკონსულო ღრიცხვაზე.

 

თუ თქვენ ტრეფიკინგის მსხვერპლი ხართ და საჭიროებთ დახმარებას:

თუ თქვენ ადამიანის ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი გახდით მიმართეთ ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებებს, რომელიც დაიცავს თქვენს უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, სიცოცხლეს, ადგილსამყოფელ სახელმწიფოში და უზრუნველყოფს თქვენს უსაფრთხო დაბრუნებას სამშობლოში.

თუ თქვენ იმყოფებით ქვეყანაში, სადაც არ არის საქართველოს საელჩო ან საკონსულო დაწესებულება, თქვენ უნდა მიმართოთ ადგილსამყოფელი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს ან ადგილსამყოფელ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს ან დაგვიკავშირდეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზის ტელეფონის ნომერზე.

ტრეფიკინგის მსხვერპლად აღიარებული პირი სარგებლობს სახელმწიფოს განსაკუთრებული მფარველობით, სარგებლობს სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სხვა სახის დახმარებით. დამატებით, მოგაწვდით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში არსებული ცხელი ხაზის ტელეფონების კოორდინატებს და იმ შემთხვევაში თუ თქვენი უფლებები და ინტერესები იქნება შელახული, გთხოვთ, დაუყოვნელივ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ ნომრებზე:

 

·         (+ 995 32) 294 50 50 - სამუშაო საათებში - 09:30 დან- 18:30 სთ-მდე;

·         (+995) 577 98 40 20 - გადაუდებელ და ფორს-მაჟორულ შემთხვევებში - 24 საათის განმავლობაში;

ელ. ფოსტის მისამართია: consulinfo@mfa.gov.ge

 

 

პოლონეთის რესპუბლიკაში შეგიძლიათ მიმართოთ შემდეგ დაწესებულებებს:

 

·                     საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში:

 

მდებარეობა: . ვარშავა 03-934, პოლონეთის რესპუბლიკა; მისამართი: კრინიჩნას . N2; ტელ . ( + 48) 22 616-62-21/22/25 ელ–ფოსტა: warsaw.emb@mfa.gov.ge, გადაუდებელ და ფორს-მაჟორულ შემთხვევებში: +48 572 488 665

 

·      პოლონეთში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) წარმომადგენლობის  საინფორმაციო            სამსახური   მიგრანტებისთვის

ტელ. 22 490 20 44 -  migrant.info.pl (by skype from 3 to 5 pm) ვებ–გვერდი: www.migrant.info.pl

სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველებმა უნდა მიმართონ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) წარმომადგენლობას მისამართზე: ul. Mariensztat 8, Warszawa, 00-302, ელ–ფოსტა: iomwarsaw@iom.int  ვებ–გვერდი: http://www.iom.pl/ ტელ: 22 538 91 86, 22 538 92 12, 22 5389169,   ქ.ვროცლავში ტელ.  +48 698081732

·                  პოლიცია            

ტელ. 997,  ვარშავაში 22 997, მობილურიდან გადაუდებელი დახმარების ტელეფონი –112,  პოლიციის მისამართი: ul. Puławska 148/150, 02-514, Warszawa, ვებ–გვერდი: http://policja.pl

·         ბროშურა

           (მიმაგრებული)

 

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ