საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა რიგით 24-ე კონფერენცია გაიმართა

პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა რიგით 24-ე კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა მიიღო.
კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ნინო თანდილაშვილმა ხაზი გაუსვა კლიმატის ცვლილების ექსპერტთა სამთავრობათაშორისო საბჭოს მიერ მომზადებული სპეციალური ანგარიშის მნიშვნელობას და პარიზის შეთანხმების გლობალური მიზნის შესასრულებლად საქართველოს მიერ დაგეგმილი ინიციატივების და ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.
კონფერენციას სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, ექსპერტები, კერძო და სამეცნიერო სექტორების მაღალი რანგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.