საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

8 დეკემბერს, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ბატონმა ზურაბ ბერიძემ, ქ. გდანსკში შეხვედრა გამართა პომორსკის (პომერანიის) რეგიონის გუბერნატორთან, ბატონ დარიუშ დრელიხთან.

 შეხვედრისას განხილულ იქნა რეგიონებს შორის ურთიერთობის, საზღვაო ეკონომიკისა და უმაღლეს სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის საკითხები. საუბრისას ხაზი გაესვა ქ. გდანსკში საქართველოს საპატიო საკონსულოს გახსნის მნიშვნელობას. შეხვედრას ასევე ესწრებოდა პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს პოლიციის ატაშე, ბატონი გიორგი გამსახურდია.