საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2021 წლის 7 დეკემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პოლონეთის რესპუბლიკაში, ბატონმა ზურაბ ბერიძემ, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბატონ ანდჟეი დუდას რწმუნებათა სიგელები გადასცა.

2021 წლის 7 დეკემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პოლონეთის რესპუბლიკაში, ბატონმა ზურაბ ბერიძემ, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბატონ ანდჟეი დუდას რწმუნებათა სიგელები გადასცა.
ცერემონიის შემდეგ გამართულ აუდიენციაზე განხილულ იქნა საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებული ურთიერთობების დინამიკა და ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები.
ამასთანავე, ღონისძიების ფარგლებში ელჩმა გვირგვინით შეამკო უცნობი ჯარისკაცის საფლავი და ჩანაწერი გააკეთა სამახსოვრო წიგნში.