საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2021 წლის 1 დეკემბერს, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ბატონმა ზურაბ ბერიძემ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ბატონ მარჩინ ფშიდაჩს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.

 შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს და პოლონეთს შორის არსებული ურთიერთობების დინამიკა და ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, საქართველოს ელჩს მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.