საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, ნატო-ს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონის (NATO MNMPBAT) ეგიდით დაგეგმილ წვრთნაში/შეფასებაში მონაწილეობის მიზნით, პოლონეთში, ქ. მინსკ-მაზოვიეცკიში იმყოფება საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოცეული. 3 ოქტომბერს, სამხედრო პოლიციის ოცეულმა მოინახულა ვარშავის აჯანყების მუზეუმი და თაიგულით შეამკო მუზეუმის ტერიტორიაზე არსებული ქართველი ოფიცრების მემორიალი.

აღნიშნულ ღონისძიებას ასევე დაესწრო საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ნინო ბააკაშვილი და პოლონეთში საქართველოს თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ვეფხვია ჩალაბაშვილი.