საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის 13 წლისთავთან დაკავშირებით, 9 აგვისტოს, პოლონეთის რესუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა ფილმის - "შინდისის" ჩვენება.

🔹 რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის 13 წლისთავთან დაკავშირებით, 9 აგვისტოს, პოლონეთის რესუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა ფილმის - "შინდისის" ჩვენება.
🔹 მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ნინო ბააკაშვილმა. მან თავის გამოსვლაში დეტალურად ისაუბრა 2008 წლის აგვისტოში, საქართველოში განხორციელებულ რუსულ ინტერვენციაზე, რუსულ აგრესიაზე და მიმდინარე ოკუპაციის მძიმე შედეგებზე. ყურადღება ასევე გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღეს არსებულ მძიმე მდგომარეობაზე და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, 2021 წლის 21 იანვარს მიღებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომისა და მისი შედეგების შესახებ.
🔹 ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.