საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

რუსეთის სამხედრო აგრესიისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის 13 წლისთავთან დაკავშირებით, პოლონეთის გაზეთ „RZECZPOSPOLITA“-ში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რმუნებულის, ნინო ბააკაშვილის ოპედი გამოქვეყნდა.

🔹 რუსეთის სამხედრო აგრესიისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის 13 წლისთავთან დაკავშირებით, პოლონეთის გაზეთ „RZECZPOSPOLITA“-ში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რმუნებულის, ნინო ბააკაშვილის ოპედი გამოქვეყნდა.
🔹 ოპედში საუბარია რუსეთ-საქართველოს ომის მნიშვნელოვან კვალზე, რამაც თავდაყირა დააყენა ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის პერსპექტივა. ყურადღება გამახვილებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვარს მიღებულ გადაწყვეტილებაზე, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომისა და მისი შედეგების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება და დაადგინა სამართლებრივი ფაქტი, რომლის მიხედვით რუსეთის ფედერაცია ეწევა უკანონო ოკუპაციას და ახორციელებს ეფექტურ კონტროლს საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთი. ეს არის პირველი საერთაშორისო შეფასება 2008 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიის შესახებ, რომლის თანახმად, რუსეთის ფედერაცია აგებს პასუხს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დებულებების დარღვევისათვის 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და შემდგომ ოკუპაციის პერიოდში ჩადენილ ბოროტ მოქმედებებში.
🔹 ოპედში ასევე ყურადღება გამახვილებულია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დღეს არსებულ მდგომარეობაზე, კერძოდ რუსეთის მიერ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების დამონტაჟების პროცესზე, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვაზე, საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და დაკავების ფაქტებზე, ეთნიკური ქართველებისთვის მშობლიურ ენაზე სწავლის უფლების შეზღუდვაზე. აღნიშნულია, რომ პანდემიის პერიოდში, რუსეთის ფედერაციამ არა მხოლოდ არ შეწყვიტა უკანონო ქმედებები, არამედ, პირიქით, უფრო მეტად გაააქტიურა პროვოკაციები, გააძლიერა ჰიბრიდული ომი დეზინფორმაციისა და ფართომასშტაბიანი კიბერშეტევების საშუალებით.
🔹 გარდა ზემოაღნიშნულისა, ოპედში ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის ფარგლებში, საქართველო ესწრაფვის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან ნდობის აღდგენასა და ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავებას.
ოპედში ხაზგასმულია, საერთაშორისო თანამეგობრობის, მეგობარი ქვეყნების ჩართულობის მნიშვნელობა და აღნიშნულ კონტექსტში პოლონეთის მხარდაჭერა.

🔹 განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის, ბატონი ლეხ კაჩინსკის გმირულ ნაბიჯზე, როდესაც იგი, სხვა ევროპელი ქვეყნის ლიდერებთან ერთად, 2008 წლის 12 აგვისტოს, ქ. თბილისის მთავარ მოედანზე იდგა. განსაკუთრებით აღნიშნულია ის ფაქტი, რომ მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობა, ყველა შესაძლო დიპლომატიური და იურიდიული ინსტრუმენტების გამოყენებით.

 

https://www.rp.pl/Publicystyka/308059914-Wojna-hybrydowa-trwa-nadal.html?fbclid=IwAR39RaLLaQcegiMeEl2qeAGJVb0TEGoy-Afd6XwNQ8GtbRymMyLfRIIjEcU