საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

📢📢📢 საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

📢📢📢 საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!
📌 2021 წლის მაისის დასაწყისიდან პოლონეთი ახორციელებს შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნას. საჰაერო გზით შემოსულ საქართველოს მოქალაქეებს პოლონეთის რესპუბლიკაში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ ნებისმიერი მიზნით, მათ შორის ტურისტულადაც. საქართველოს მოქალაქეები უნდა აკმაყოფილებდნენ ყველა იმ მოთხოვნას, რომელსაც უვიზო მიმოსვლა ითვალისწინებს.
📌 პოლონეთის მთავრობის 25 მაისის განკარგულებით, მოქალაქე იმ შემთხვევაში გათავისუფლდება სავალდებულო იზოლაციისგან, თუკი კორონავირუსის საწინააღმდეგო სწრაფ ტესტს ჩაიტარებს პოლონეთის რესპუბლიკაში ჩამოფრენისთანავე, სასაზღვრო-საპასპორტო კონტროლის გავლამდე და ტესტის ნეგატიურ პასუხს წარუდგენს მესაზღვრეს.
📌 ამასთანავე, საქართველოს მოქალაქეს შეუძლია შემოვიდეს პოლონეთის ტერიტორიაზე, 48 საათის განმავლობაში გაიკეთოს ტესტი და ტესტის პასუხი წარადგინოს პოლონეთის სანიტარულ ინსპექციაში. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, პირი გათავისუფლებულია სავალდებულო 10 დღიანი კარანტინისგან (თვითიზოლაცია). თვითიზოლაციის ვალდებულებისგან ასევე თავისუფლდებიან ევროკავშირში ავტორიზებული ვაქცინით აცრილი მოქალაქეები, რომლებიც წარადგენენ აცრის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტს.
📌 ხოლო, პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ტრანზიტული მიზნით შემოსვლა შეუძლიათ საქართველოს იმ მოქალაქეებს და მათი ოჯახის წევრებს (მეუღლეს, არასრულწლოვან შვილს), რომლებსაც გააჩნიათ ევროკავშირის, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ტერიტორიაზე მუდმივი ბინადრობის ნებართვა, ან ევროკავშირის რეზიდენტის ბარათი.