საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! 2021 წლის 30 მარტიდან შეიცვალა პოლონეთის საზღვრის კვეთის რეგულაციები

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!
2021 წლის 30 მარტიდან შეიცვალა პოლონეთის საზღვრის კვეთის რეგულაციები, კერძოდ:
🔹შენგენის ზონის არაწევრი ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები დაექვემდებარებიან 10-დღიან სავალდებულო კარანტინს, მიუხედავად იმისა წარდგენილი იქნება თუ არა PCR, ან ანტიგენური ტესტი. მოქალაქე ვალდებულია საზღვრის კვეთისას, მესაზღვრეს მიაწოდოს ინფორმაცია საცხოვრებელი მისამართისა და საკონტაქტო ტელეფონის შესახებ. საკარანტინე ვადის ათვლა იწყება პოლონეთის საზღვრის კვეთიდან მეორე დღეს.
🔹პოლონეთის საზღვრის კვეთიდან 48 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR, ან ანტიგენური ტესტის ნეგატიური პასუხი, რომელიც უნდა მიეწოდოს პოლონეთის სანიტარულ ინსპექიცას, ათავისუფლებს მოქალაქეს კარანტინის ვალდებულებისგან. ტესტის გაკეთება შესაძლებელია აეროპორტშიც.
🔹შენგენის ზონიდან ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით შემოსული მგზავრები დაექვემდებარებიან 10-დღიან სავალდებულო კარანტინს, თუმცა მოქალაქე თავისუფლდება ამ ვალდებულებისგან, თუ წარადგენს ვიზიტამდე ბოლო 48 საათში ჩატარებული PCR, ან ანტიგენური ტესტის ნეგატიურ პასუხს. ტესტის არქონის შემთხვევაში, საზღვრის კვეთიდან 48 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR, ან ანტიგენური ტესტის ნეგატიური პასუხი ათავისუფლებს მოქალაქეს კარანტინის ვალდებულებისგან.
🔹ის მოქალაქეები, რომლებიც საზღვრის კვეთისას წარადგენენ ევროკავშირში დაშვებული ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტს, არ დაექვემდებარებიან კარანტინს.