საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ილია დარჩიაშვილმა, პოლონეთის რესპუბლიკაში მისიის დასრულებასთან დაკავშირებით, გამართა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, მარეკ კუხჩინსკისთან.

პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ილია დარჩიაშვილმა, პოლონეთის რესპუბლიკაში მისიის დასრულებასთან დაკავშირებით, გამართა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, მარეკ კუხჩინსკისთან. შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა პარლამენტსა და პოლონეთის სეიმს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და აღნიშნული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების პერსპექტივებზე. მარეკ კუხჩინსკიმ მადლობა გადაუხადა საქართველოს ელჩს გაწეული სამუშაოსთვის.