საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ილია დარჩიაშვილმა, პოლონეთის რესპუბლიკაში მისიის დასრულებასთან დაკავშირებით, გამართა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა პოლონეთის სენატის მარშალთან, ტომაშ გროძკისთან

პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ილია დარჩიაშვილმა, პოლონეთის რესპუბლიკაში მისიის დასრულებასთან დაკავშირებით, გამართა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა პოლონეთის სენატის მარშალთან, ტომაშ გროძკისთან. სენატის მარშალის განცხადებით, საქართველოსა და პოლონეთს განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებთ და თანამშრომლობის დიდი ტრადიცია აქვთ. შესაბამისად, მან მადლობა გადაუხადა საქართველოს ელჩს შეტანილი წვლილისთვის. შეხვედრისას გამოითქვა მზადყოფნა თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გააქტიურების კუთხით.