საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ! საკონსულო სამსახურში მომსახურების წესების ცვლილებების შესახებ: პოლონეთის რესპუბლიკაში კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით, 2020 წლის 5 ნოემბრიდან, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური გადადის მომსახურების განსაკუთრებულ რეჟიმზე, რაც ითვალისწინებს საკონსულო მომსახურების შეზღუდვას.

საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!

საკონსულო სამსახურში მომსახურების წესების ცვლილებების შესახებ:

პოლონეთის რესპუბლიკაში კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით, 2020 წლის 5 ნოემბრიდან, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური გადადის მომსახურების განსაკუთრებულ რეჟიმზე, რაც ითვალისწინებს საკონსულო მომსახურების შეზღუდვას.

საკონსულოში მიღება იწარმოებს წინასწარი ჩაწერით, კვირაში ორი დღე: სამშაბათი და ხუთშაბათი 10:00 საათიდან 13:00 საათამდე.

·         საკონსულოში ვიზიტი უნდა დაგეგმოთ შემდეგ ვებ-გვერდზე: https://www.geoconsul.gov.ge/ka                        

·         მოქალაქე საკონსულოში უნდა გამოცხადდეს მარტო, თანხმლები პირების გარეშე (აღნიშნული არ ეხება არასრულწლოვნებს);       

·         მოქალაქე საკონსულო დაწესებულებაში მომსახურების მისაღებად უნდა გამოცხადდეს დამცავი ატრიბუტიკით (პირბადე და ა.შ.); 

·         მოქალაქე საკონსულოში უნდა გამოცხადდეს ზუსტად მისთვის განსაზღვრულ დროს.                          

 

გადაუდებელ და საგანგებო შემთხვევებში, საქართველოს მოქალაქე ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით უნდა დაუკავშირდეს საელჩოს, ან საკონსულოს:

საკონსულოს ცხელი ხაზი: +48 572 488 665.                                              

ელ-ფოსტა[email protected]