საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მიმდინარე წლის 28 სექტემბერს, ქ. ვარშავაში გაიხსნა ქართველი ოფიცრის, არტემი არონიშიძის სახელობის წრიული მოედანი. აღნიშნულ სახელდებაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ქ. ვარშავის საკრებულოს მიერ ოხოტას რაიონის გამგეობის და პოლონეთში საქართველოს საელჩოს ერთობლივი ინიციატივითა და წარდგინებით.

მაიორი არონიშიძე 1939 წლის სექტემბერში, ხელმძღვანელობდა ვარშავის დაცვის ჩრდილოეთის ფრონტის ერთ-ერთ მიმართულებას. გამოჩენილი თავდადებისა და გმირობისათვის მიღებული აქვს პოლონეთის უმაღლესი სამხედრო ჯილდო - Virtuti Militari-ის ვერცხლის ჯვარი.
წრიული მოედნის გახსნის ღონისძიებაში, ელჩთან ერთად მონაწილეობა მიიღო ოხოტას რაიონის გამგებელმა, კატარჟინა ლენგევიჩმა და ქ. ვარშავის საკრებულოს წევრმა, პიოტრ ჟბიკოვსკიმ.