საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მიმდინარე წლის 11 აგვისტოს, პოლონეთში საქართველოს საელჩოს და ვარშავის აჯანყების მუზეუმის თანაორგანიზებით, გაიმართა პანელური დისკუსია, რომელიც მიეძღვნა საქართველოში რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის მე-12 წლისთავს.

მიმდინარე წლის 11 აგვისტოს, პოლონეთში საქართველოს საელჩოს და ვარშავის აჯანყების მუზეუმის თანაორგანიზებით, გაიმართა პანელური დისკუსია, რომელიც მიეძღვნა საქართველოში რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის მე-12 წლისთავს. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მარჩინ ფშიდაჩმა და პოლონეთის წამყვანმა ანალიტიკოსებმა, რომლებმაც ისაუბრეს პოლონეთის აღმოსავლეთის პოლიტიკის არქიტექტურაზე, აწ გარდაცვლილი პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის მნიშვნელოვან როლზე ამ პოლიტიკის შექმნასა და განხორციელებაში, სადაც საქართველოს უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია, ასევე, მონაწილეებმა ფართოდ ისაუბრეს რუსეთის ფედერაციის დესტრუქციული სამეზობლო პოლიტიკის შესახებ, რომელიც საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პოლონეთის და საქართველოს ფოსტების ერთობლივი პროექტის, პოლონურ-ქართული საფოსტო მარკის პრეზენტაცია, რომელიც მიეძღვნა საქართველოს ეროვნული გმირის და ქართველი ხალხის დიდი მეგობრის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის გარდაცვალების მე-10 წლისთავს.

© fot. Dorota Kaszuba / Muzeum Powstania Warszawskiego