საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

20-23 იანვარს, ლეხ კაჩინსკის სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების ეროვნული სკოლის (KSAP) დირექტორი ვოიჩეხ ფედერჩიკი ვიზიტით საქართველოს სტუმრობს.

საელჩო მოხარულია, რომ 2019 წლის ივლისში, ვარშავაში, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დელეგაციის ვიზიტმა ახალი იმპულსი შესძინა ლეხ კაჩინსკის სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების ეროვნულ სკოლასთან თანამშრომლობას. 20-23 იანვარს, ლეხ კაჩინსკის სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების ეროვნული სკოლის (KSAP) დირექტორი ვოიჩეხ ფედერჩიკი ვიზიტით საქართველოს სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში, KSAP-სა და ჟვანიას სკოლას შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც მხარეები განახორციელებენ ერთობლივ სატრენინგო და გაცვლით პროექტებს საჯარო სექტორში დასაქმებული მოხელეებისათვის.