საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში, ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპისმცოდნეობის ცენტრთან ერთად იწყებს ერთობლივ გრძელვადიან შემეცნებით პროექტს "ვიცოდეთ ჩვენი საერთო ისტორია", რომლის მიზანია, სოციალურ სივრცეში გააცნოს მკითხველს ის პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მეცნიერები, ხელოვანები და ა.შ., რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოსა და პოლონეთის ისტორიასა და ორმხრივ ურთიერთობებში.

2020 წლის 14 იანვრიდან, საელჩოს სოციალურ ქსელებში, ქართულ და პოლონურ ენაზე ყოველთვიურად გავრცელდება უნიკალური ისტორიული და ფოტომასალა, ორი ერის, საქართველოსა და პოლონეთის საერთო გმირებზე, რომლებმაც საერთო ისტორია შექმნეს. პროექტი ეძღვნება საქართველო-პოლონეთის დიპლომატიური ურთიერთობების 100 წლისთავს.

ისტორიული და ფოტომასალების მოწოდებისთვის საქართველოს საელჩო მადლობას უხდის ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპისმცოდნეობის ცენტრის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, ბატონ დავით ყოლბაიას.

#ვიცოდეთჩვენისაერთოისტორია
#საქართველოპოლონეთი100

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საელჩო პოლონეთში ვარშავა, კოსაკოვსკების სასახლე - ნოვი შვიატის ქუჩა №17. 1922 წელი

გიორგი სიდამონ-ერისთავი (1865-1953), საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სენატის წევრი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური მისიის წარმომადგენელი პოლონეთში

© ყოლბაია, დავით. „რეჩპოსპოლიტას ფრთებქვეშ. ქართული ემიგრაცია პოლონეთში 1921-1939 წლებში“, ვარშავა 2019.
David Kolbaia