საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2019 წლის 9 დეკემბერს, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი, ილია დარჩიაშვილი ვარშავაში სასწავლო ვიზიტით მყოფ საგნობრივ ოლიმპიადაში გამარჯვებულ სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.

2019 წლის 9 დეკემბერს, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი, ილია დარჩიაშვილი ვარშავაში სასწავლო ვიზიტით მყოფ საგნობრივ ოლიმპიადაში გამარჯვებულ სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.

პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება. მასში მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლის 10 მოსწავლე და 2 მასწავლებელი იღებს. 5-დღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სტუმრობა კოპერნიკის ცენტრში, ვარშავის უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო ლაბორატორიასა და პრუშკოვის ზანის სახელობის სკოლა-ლიცეუმში.