საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2019 წლის 17-21 ნოემბერს, ვარშავაში შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის ელენე ჯიბლაძის ვიზიტი.

2019 წლის 17-21 ნოემბერს, ვარშავაში შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის ელენე ჯიბლაძის ვიზიტი.
სასწავლო ვიზიტი ორგანიზებულ იქნა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის მიერ, სპეციალურად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტისთვის, 2019 წლის ივნისში ორი ინსტიტუტის დირექტორებს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად. ვიზიტის მიზანია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის გამოცდილების გაზიარება სხვადასხვა მიმართულებით.
პოლონეთის დიპლომატიური აკადემიის გარდა, სასწავლო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან, პრემიერ-მინისტრის კაბინეტში საჯარო სამსახურის დეპარტამენტის დირექტორთან, ასევე, პოლონეთის საჯარო ადმინისტრირების სახელმწიფო სკოლის დირექტორთან და პროექტების ხელმძღვანელებთან.