საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

23 ნოემბერს, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და პოლონეთში აკრედიტებული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საელჩოების ხელშეწყობით, გაიმართა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილეს.

ქალთა და ვაჟთა მომღერალთა გუნდმა Alla Polacca შეასრულა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების მუსიკალური ნაწარმოებები. ქართულ ენაზე შესრულდა სიმღერა „ციცინათელა“. ასევე დოკუმენტური ფილმების ფესტივალის „HumanDoc“ ფარგლებში წარმოდგენილ დოკუმენტურ ფილმებს შორის იყო ნამუშევრები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან.