საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2019 წლის 10 ნოემბერს ახალგაზრდა ელჩის, თამარ ლორთქიფანიძის ორგანიზებით ვარშავაში ქართული სამზარეულოს მასტერკლასი ჩატარდა

2019 წლის 10 ნოემბერს ახალგაზრდა ელჩის, თამარ ლორთქიფანიძის ორგანიზებით ვარშავაში ქართული სამზარეულოს მასტერკლასი ჩატარდა. ღონისძიებაში 25 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ დაურიგდათ ქართული კერძების რეცეპტები. მასტერკლასი თამუნა კილაძემ ჩაატარა. მონაწილეებმა საკუთარი ხელით მოამზადეს და შემდეგ დააგემოვნეს ხინკალი, ხაჭაპური და ბადრიჯანი ნიგვზით. მათ ასევე დააგემოვნეს ქართული ღვინო.