საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სიღნაღის დელეგაციის ვიზიტი პოლონეთის ქ. კოლოში

2019 წლის 29 მაისს - 1 ივნისს, გაიმართა ქ. სიღნაღის დელეგაციის ვიზიტი პოლონეთის ქ. კოლოში, მერის გოგი გოგილაშვილის ხელმძღვანელობით. ვიზიტში მონაწილეობა მიიღო სიღნაღის ვიცე-მერმა თემურ ბალარჯიშვილმა და პოლონეთში საქართველოს ელჩმა ილია დარჩიაშვილმა. 
ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ქალაქ კოლოს თვითმმართველობის ხელმძღვანელობასთან, სადაც ხელი მოეწერა ორ ქალაქს შორის განზრახულობათა წერილს მომავალი თანამშრომლობის შესახებ. 
საქართველოს დელეგაცია გაეცნო თვითმმართველი ქალაქის კოლოს კომუნალური სამსახურების მუშაობის სპეციფიკას, ადგილობრივ ეკონომიკურ პოტენციალს, მოინახულა კულტურის ცენტრები, სკოლები და საბავშვო ბაღები. ასევე, დელეგაციამ მოინახულა ადგილობრივი შატო და ვენახი, სადაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ მუნიციპალიტეტებისა და საქართველოს საელჩოს ერთობლივი თანამშრომლობით, ადგილზე ქართული ვაზის ჯიშები გაშენდება.
ვიზიტის ფარგლებში, სიღნაღის დელეგაციას თან ახლდა მომღერალთა ანსამბლი, რომელმაც ქართული ფოლკლორული სიმღერებით მონაწილეობა მიიღო „ქალაქ კოლოს დღეებში“.
ვიზიტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა პოლონური თვითმმართველობის მოდელის გაცნობა, მათი საუკეთესო პრაქტიკებისა და გამოცდილების გაზიარება.