საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ვარშავის უნივერსიტეტში საერთაშორისო არქეოლოგიური კონფერენცია

2019 წლის 12-14 ივნისს, ვარშავის უნივერსიტეტში არქეოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით, გაიმართა საერთაშორისო არქეოლოგიური კონფერენცია, სახელწოდებით - „Roman Transcaucasia – The Impact of Imperial Neighborhood“. 
კონფერენცია სიტყვით გახსნეს ინსტიტუტის დირექტორმა ქშიშტოფ იაკუბიაკმა, ამავე ინსტიტუტის პროფესორებმა მიხალ სპეიდელმა და მიხალ გავლიკოვსკიმ და პოლონეთში საქართველოს ელჩმა ილია დარჩიაშვილმა.
ელჩმა მისასალმებელ სიტყვაში ყურადღება გაამახვილასაქართველოსა და პოლონეთს შორის არქეოლოგიის მიმართულებით არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე.
აღნიშნულ კონფერენციას ესწრებოდნენ საერთაშორისო, მათ შორის ქართველი, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები.
კონფერენციის გახსნით ნაწილის შემდეგ გაიმართა მიღება, პოლონეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით.