საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

პროგრამა „მომავლის ბანაკი“ შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე

ძვირფასო თანამემამულენო,

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“-ს ორგანიზებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ხორციელდება პროგრამა „მომავლის ბანაკი“, რომლის ფარგლებში 2019 წლის ივლისსა და აგვისტოში იგეგმება მასშტაბური პროექტი შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. შაორის „მომავლის ბანაკის“ მოიცავს სხვადასხვა საგანმანათლებლო, შემეცნებით, კულტურულ და სპორტულ აქტივობებს. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საზღვარგარეთ მყოფ უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების 18-25 წლის ასაკის  ქართველ სტუდენტებს, რომლთაც საშუალება მიეცემათ, დაამყარონ ურთიერთობა თანატოლებთან, მიიღონ მონაწილეობა ბანაკის მრავალფეროვან აქტივობებში, განავითარონ საკომუნიკაციო და სხვა სახის უნარ-ჩვევები, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები. პროექტში მონაწილეთა საქართველოში ჩამოსვლა და გამგზავრება არ ფინანსდება მომწვევი მხარის მიერ. ჯგუფების დაკომპლექტებისას გათვალისწინებული იქნება გენდერული ბალანსი.

პროექტში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და  ქვემოთ აღნიშნული დოკუმენტაცია, მოცემულ ელექტრონულ ფოსტაზე: warsaw.emb@mfa.gov.ge

აპლიკანტთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

· პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საერთაშორისო პასპორტი);

· ცნობა უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის   სტატუსის შესახებ;

· საერთაშორისო დაზღვევა;

· ჯამრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა.

განაცხადთა განხილვის შემდეგ, კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემა 24 სტუდენტს.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა მ/წლის 30 მაისი.