საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

პოლონეთში საქართველოს საელჩოში სტაჟირების კონკურსის გამოცხადების შესახებ

პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო 2019 წლის 1 მაისიდან აცხადებს  სტაჟირების კონკურსს. კონკურსის შედეგად დიპლომატიურ  წარმომადგენლობაში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა  ექნება 1 (ერთ) საუკეთესო აპლიკანტს. 

 

სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის მიზანია სტაჟიორთა მომზადება, გადამზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება. 

 

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

 

საბუთები მიიღება მ/წლის 1 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: warsaw.emb@mfa.gov.ge


კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

-         განცხადების გადარჩევა;

-         გასაუბრება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

-        ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა;

-        სასურველია პოლონური ენის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება პოლონური ენის მცოდნე კანდიდატს);

-        გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;

-        კომუნიკაბელურობა;   

-        გუნდურად მუშაობის უნარი; 

-        კრიტიკული აზროვნებისა და მოვლენათა ანალიზის უნარი;

-        საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა.

 

 

პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე warsaw.emb@mfa.gov.ge უნდა წარადგინოს:

ა) განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი);

ბ) ავტობიოგრაფია (ხელმოწერილი);

            გ) დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

დ) პასპორტის ასლი;       ე) პოლონეთის რესპუბლიკაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის 

მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;

ვ) ერთი ფოტოსურათი (3X4);

ზ) ნასამართლობის შესახებ ცნობა.

 

კონკურსანტებთან გასაუბრება ჩატარდება საქართველოს საელჩოში (მისამართი: Kryniczna 2, 03-934, Warsaw).

 

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ეტაპების/გასაუბრების თარიღი დამატებით ეცნობებათ კონკურსის მონაწილეებს.

 

სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი. 

 

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სტაჟირების კონკურსი ცხადდება წელიწადში ორჯერ, მაისისა და ნოემბრის თვეებში.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:  

 

ტელ: +48226166221

ან ელ-ფოსტის მისამართზე: warsaw.emb@mfa.gov.ge

წარმატებებს გისურვებთ!

განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ.doc

სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესი.pdf